Login | Registration | Password reset | Activation
Margaliti Comprehensive English-Georgian Online Dictionary

      
A B C D E F G H I J K L M N O P Q R S T U V W X Y Z

Nearby words

Recent Additions

Other Dictionaries

clean III verb
[kli:n]
Print

1. გასუფთავება (˂გა˃ასუფთავებს), გაწმენდა; to clean nails [shoes] ფრჩხილების [ფეხსაცმლის] გაწმენდა; to clean teeth კბილების გა(მო)ხეხვა; to clean a room ოთახის დასუფთავება / დალაგება; to clean a window ფანჯრის გაწმენდა; to clean a floor იატაკის მორეცხვა; I must have the windows cleaned ფანჯრები უნდა გავაწმენდინო; to clean one's plate თეფშის მოსუფთავება, მოლოკვა, ყველაფრის შეჭმა; to clean fowl, fish ქათმის / თევზის გასუფთავება / გამოშიგვნა;

2. სპეც. 1) გაპრიალება (˂გა˃აპრიალებს) ლითონისა;

2) რეცხვა (რეცხავს), გაწმენდა (ოქროსი მინარევებისაგან);

3) მოსწორება (˂მო˃ასწორებს), მოგლუვება;

4) : to clean flax სელის ძენძვა (ძენძავს);

3. შტანგის მკერდზე დადება (დაიდებს) ძალოსნობა;

to clean out 1) გამოწმენდა (გამოწმენდს), რისამე დაცლა, გაცლა;

2) საუბ. გაქურდვა (გაქურდავს); they have cleaned me out მთლად გამფცქვნეს / გამქურდეს, აღარაფერი დამიტოვეს;

to clean up 1) აკრეფა (აკრეფს), ახვეტა (იატაკიდან, მიწიდან);

2) თავის მოწესრიგება (მოიწესრიგებს);

3) საუბ. საქმის მოწესრიგება (მოაწესრიგებს); საქმის დასრულება, ბოლომდე მიყვანა;

4) საუბ. ხელის მოთბობა (მოითბობს); გამდიდრება;

to clean the slate ა) ძველი ვალების გასტუმრება; ძველი ვალდებულებებისაგან განთავისუფლება; ბ) წარსულისათვის ხაზის გადასმა; to clean the problem out of headlines საქმის განხილვის გადატანა / გადადება განუსაზღვრელი ვადით.

clean II clean and jerk

All rights reserved. Unauthorized copying or distribution of any part of texts presented on this site is strictly prohibited.

Developed by George Keretchashvili



0.0138