1. განრისხება (˂გან˃რისხდება), გაცოფება; to rage at smb., smth. ვინმეზე, რაიმეზე გაბრაზება / განრისხება; he was raging at their stupudity მათ უგუნურებაზე ბრაზობდა / გული მოსდიოდა;
2. მძვინვარება (მძვინვარებს) ითქმის ქარიშხლის, ბრძოლისა და ა.შ. შესახებ; the blizzard was still raging outside გარეთ კვლავ ქარბუქი მძვინვარებდა; the riots raged for three days არეულობა სამი დღე გრძელდებოდა; the sea raged ზღვა მძვინვარებდა;
3. სწრაფად გავრცელება (˂გა˃ვრცელდება) / მოდება (ითქმის დაავადების, ხანძრისა და ა.შ. შესახებ); a flu epidemic raged through Europe გრიპის ეპიდემია მთელ ევროპას მოედო.